1917 წლის გვიან შემოდგომაზე თბილისიდან 303-ე ვერსზე თავი მოიყარა ოსმალეთის ფრონტიდან უკანდახეულმა თექვსმეტმა რუსულმა ეშელონმა ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევებით. მათ მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები, რომელთა შორის მთავრობის გადადგომა იყო. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მეფისნაცვლის სასახლეში ევგენი გეგეჭკორთან მიიწვიეს, რათა გაერკვიათ შეძლებდნენ თუ არა ქალაქის დაცვას მათ ხელთ არსებული ძალებით. გენერალმა მოახსენა,რომ მე-2 დივიზიის შექმნის საქმე ცუდად მიდიოდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თავს არ დაზოგავდნენ.

წყარო: გიორგი მაზნიაშვილი – მოგონებანი | 2017-2017
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა