საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1708

ფაქტი 1708

1918 წლის 30 მარტს სამტრედიაში ყოველ საათში მოდიოდა ბათუმის ფრონტიდან მოტაცებული ქონებით დატვირთული მატარებლები, რომლებიც მთლად გადაჭედილი იყო ფრონტიდან გამოქცეული ქართველი ჯარისკაცებით. ისინი არწმუნებდნენ გენერალ მაზნიაშვილს, რომ თავიანთი ნაწილებიდან სამხედრო ქონების დასაცავად იყვნენ მივლინებული. სადგურ სამტრედიის კომენდანტი, საპიორის ოფიცერი კაპიტანი შენგელია ცდილობდა შეეჩერებინა გამოქცეული ჯარისკაცები, მაგრამ საკმარისი ძალების არ ყოლის გამო, ვერაფერს გახდა. გამოქცეული ჯარისკაცები თავიანთ სოფლებსა და სხალებში გარბოდნენ და თან მიჰქონდათ სახაზინო სამოსი, იარაღი და მოკაზმულობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1708; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .