საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17137

ფაქტი 17137

1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძისთვის 20 მანეთი გაეგზავნათ საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად და ეცნობებინათ, რომ ნივთები საშობაოდ შეეღება. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17137; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .