საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17145

ფაქტი 17145

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლაში სამი განყოფილება იყო. სამივე განყოფილებაში სულ 40 მოსწავლე სწავლობდა. I განყოფილებაში 22 მოსწავლე იყო (15 ვაჟი და 7 გოგონა), II – 13 (9 ვაჟი და 4 გოგონა) და III – 5 (4 ვაჟი და 1 გოგონა). ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

წელი:
1887
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1887-1887

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17145; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .