1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 92 წევრი, ინახავდა ერთ პირველდაწყებით სკოლას, წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიას, განაგებდა ილია ჭავჭავაძისეულ საგურამოს მამულს. შემოსავალი შეადგენდა 949 მანეთსა და 66 კაპიკს, გასავალი – 444 მანეთსა და 312 კაპიკს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი