1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იოსებ იულონის ძე დადიანი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 147 წევრი, ინახავდა სკოლას თავისი სამკითხველოთი, შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 92 კაპიკს, გასავალი – 5961 მანეთსა და 56 კაპიკს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი