1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ვასილ შაუმის ძე ახვლედიანი, ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა, კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, პ. ი. ქარუმიძე, რაჟდენ ნაცვლიშვილი და ვასილ ახობაძე. გამგეობასთან არსებობდა სასკოლო, სამშენებლო, სამეურნეო და სათეატრო კომისიები. 1911 წლის განმავლობაში ჩატარდა 44 სხდომა, განიხილეს 117 საქმე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი