საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17281

ფაქტი 17281

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, სვიმონ ყიფიანი, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი, იასონ თომას ძე ბაქრაძე და ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე. 1911 წელს ამ განყოფილებამ 7 სხდომა გამართა და 36 საქმე განიხილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17281; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .