1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მასწავლებელთა უმცირესი ჯამაგირი წელიწადში 360 მანეთით განისაზღვრა, ყოველი სამი წლის ნამსახურობის შემდეგ ემატებოდა 60 მანეთი, ვიდრე 600 მანეთამდე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი