1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ქვიანის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის დახმარების შესახებ. საზოგადოებამ მათ გურიის ბიბლიოთეკის თანხიდან ხუთი თუმანი მისცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი