1912 წლის პირველი იანვრისათვის თბილისის ვერის ბიბლიოთეკას 103 ხელმომწერი ჰყავდა, მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 7 წიგნი, 1381 მოთხრობა და პიესა, 124 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 50 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 22 – საბუნებისმეტყველო, 40 – სასოფლო-სამეურნეო, 327 – საზოგადოებრივი და 251 ჟურნალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი