1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 291 მანეთისა და 71 კაპიკის დახმარება აღმოუჩინა აჭარისწყლის, ალიაბადის, გერგეთის, სენაკისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შეგირდებს, კავთისხევის, ჭრებალოს, ძევრისა და ღორეშის ბიბლიოთეკებს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი