1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის სამკითხველოში 2347 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 25 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 846, ისტორიულ-გეოგრაფიული – 536, საბავშვო – 370 და სხვადასხვა სახის წიგნი – 500.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი