საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17601

ფაქტი 17601

1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ხელახლა განიხილა იაკობ გოგებაშვილის თხოვნა „კოკორის“ მე-12 გამოცემაში 240 მან. ერთიანად მიცემის შესახებ და დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე აბაშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17601; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .