1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნების ვაჭრობიდან შემოსავალმა თვალსაჩინოდ იმატა: 1906 წელს შემოვიდა 2469 მანეთი და 50 კაპიკი, 1907 წელს – 3075 მანეთი და 65 კაპიკი, 1908 წელს – 4083 მანეთი, 1909 წელს – 3900 მანეთი და 34 კაპიკი, 1910 წელს – 4640 მანეთი და 13 კაპიკი, 1911 წელს – 4570 მანეთი და 26 კაპიკი და 1912 წელს – 7845 მანეთი და 09 კაპიკი. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება საზოგადოების წევრთა წლიური კრებისადმი | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი