1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავი, რომელიც საზოგადოების კანცელარიაში იყო მოთავსებული, საანგარიშო წლის ზაფხულში გამგეობამ ქართულ გიმნაზიაში გადაიტანა და მესამე სართულზე, დიდ დარბაზში მოათავსა. წიგნსაცავი და მუზეუმი ყოველდღე ღია იყო, დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება საზოგადოების წევრთა წლიური კრებისადმი | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი