საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17672

ფაქტი 17672

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-23 ნოემბრის შემოსავალი იყო 11131 მან. 71 კაპ., ხარჯი – 1602 მან. 50 კაპ. 23 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19500 მან. 19 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17672; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .