საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1768

ფაქტი 1768

1918 წელს მებრძოლ ხეიბართა კავშირის თავმჯდომარე რ. ჩუბინიძემ სახელმწიფო მზრუნველობის სამინისტროს თავმჯდომარე აბხაზს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა კავშირის აღმასკომმა თბილისში 17 იანვარს დაავალა კავკასიის მუშათა 1-ლი ერთობის წარმომადგენლებს შეეტანათ სახელმწიფო ბანკში, თბილისის აღმასკომის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტათთა კავშირის ანგარიშზე ყველა ის ფული, რომელიც იყო მუშათა რაზმის (дружина) ანგარიშზე, მთლიანად 72 000 რუბლი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1768; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .