საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17680

ფაქტი 17680

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენება ქ. მაინცში საერთაშორისო საბეჭდი ანბანებისა და მანქანების გამოფენაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. მომხსენებელსა და გრიგოლ ყიფშიძეს მიენდოთ ამ საკითხზე მოსაზრებების წარდგენა გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17680; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .