საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17682

ფაქტი 17682

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სკოლების საკითხი განიხილეს. საზოგადოებას ერთკლასიანი სკოლები ჰქონდა სამი ან ოთხი განყოფილებით, სადაც მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავდა. გამგეობას მიაჩნდა, რომ ეს არ შეესაბამებოდა პედაგოგიურ მოთხოვნებს. ცდილობდა საჭირო სახსრების მოძიებას და სადაც აუცილებელი იყო, ორი მასწავლებლის დანიშვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17682; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .