1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის ბიბლიოთეკას 244 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 8,  800 – მოთხრობა-პიესა, 300 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 50 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 100 –საბუნებისმეტყველო, 50 – სასოფლო-სამეურნეო, 40 – საზოგადოებრივი და 765 ცალი ჟურნალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი