საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17992

ფაქტი 17992

1911 წლის 10 სექტემბერს გამართულ სამუზეუმო კომისიის სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა, ვახტანგ მუსხელაშვილმა და სიმონ კლდიაშვილმა გააკეთეს მოხსენება ე. წ., ფიქრის გორის პატრონ ი. ზ. სვანიშვილთან მოლაპარაკების შესახებ. მოხსენების მიხედვით, სვანიშვილის მიწა, ფიქრის გორა, რომელიც გადაჰყურებდა ოლგას ქუჩასა და მდინარე ვერეს, იყო 4 666 კვადრატული საჟენი, აქედან 2 000 საჟენი – სწორი ადგილი, დანარჩენი – ფერდობი. მიწა ბანკში იყო დაგირავებული და 24 000 მანეთი ვალი ჰქონდა. მანამდე ეს მიწა ეკუთვნოდა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილს, რომელმაც ის 75 000 მანეთად გაყიდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17992; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .