საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18020

ფაქტი 18020

1898 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. გამგეობამ განიხილა 21 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი, რომელიც სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლს და ასევე სენაკის სკოლის ინსპექტორის აზრს ეხებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევით თავმჯომარესთვის მიეწერათ, რომ სკოლაში სწავლა განეხორციელებინათ იმ პროგრამით, რომელიც მათ საზოგადოებამ გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18020; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .