საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18026

ფაქტი 18026

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ორივე საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ერთად მოთავსებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება რაც შეიძლება მოკლე დროში ეცნობებინა. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18026; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .