1909 წლის 29 აგვისტოდან 1910 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა შემდეგი სპექტაკლები: „პატარა კახი“, „მარუჩა“, „თამარ ცბიერი“ და „სიძე-სიმამრი“. ოთხივე წარმოდგენას ერთად 1700 მაყურებელი დაესწრო. სპექტაკლების შემოსავალმა 1287 მანეთი და 29 კაპიკი შეადგინა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა