1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის პირველი იანვრისთვის გამოცხადებული იყო გრიგოლ ლევანის ძე დადიანის – 400 მანეთის და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის 296 მანეთის ოდენობის პრემიები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი