1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის პირველ თებერვალს საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 518. 2 მანეთი, სამეურნეო ბანკის სახელდახელო ანგარიშზე – 3352. 83, ვალი – 764.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი