1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყოველი თვის პირველში გამგეობის ერთ-ერთ წევრს თავმჯდომარის დავალებით სალარო უნდა შეემოწმებინა. იანვრის შემოსავალ-გასავლის შემოწმება ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაავალეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი