საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18432

ფაქტი 18432

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა და საისტორიო საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი ქართული გიმნაზიის შენობაში იყო მოთავსებული. გიმნაზიის გამგე კომიტეტმა სამუზეუმო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას დიდი, მშრალი და ნათელი ოთახი დაუთმო შენობის ზედა სართულზე. ამ ოთახებში წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის მოთავსებაც შესაძლებელი იყო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18432; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .