საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18433

ფაქტი 18433

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სამუზეუმო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და წიგნსაცავი იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო იყო საკუთარი გამგე ჰყოლოდა. მათი თქმით, ასეთივე გამგე დასჭირდებოდა წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმსაც. გამგედ შესაფერისი ადამიანი იყო საჭირო, თან იმდენად თავისუფალი, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკაში ყოველდღე ყოფილიყო და საქმეებისთვის ეხელმძღვანელა, მაგრამ გამგის დანიშვნა უსახსრობის გამო არც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებასა და არც წერა-კითხვის საზოგადოებას არ შეეძლო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18433; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .