1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი ნიმუში იყო და ასეთი ღირსების სურათები არც ერთი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერში არ მოიპოვებოდა. ხელნაწერს ერთი სურათიც რომ დაკლებოდა დიდი დანაკლისი იქნებოდა, ხოლო ათი სურათის დაკარგვის შემთხვევაში ის თავის მნიშვნელობას დაკარგავდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი