საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18473

ფაქტი 18473

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ როინაშვილმა, რომ მიეყიდათ მისთვის ბიძამისის ალექსანდრე როინაშვილის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ფოტოგრაფია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ განაცხადა, რომ ვასილ როინაშვილს პასუხს ვერ გასცემდნენ, რადგან ჯერ არ დაუმტკიცებიათ ანდერძი და საზოგადოებასაც არ ჩაუბარებია ნაანდერძევი. ანდერძის წარდგენა დასამტკიცებლად დაავალეს ალექსანდრე ჭყონიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18473; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .