საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18576

ფაქტი 18576

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გაეგზავნათ მის მიერ სკოლისთვის მოთხოვნილი 17 მანეთისა და 65 კაპიკის ღირებულების წიგნები და აგრეთვე საკლასო ნივთები. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18576; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .