საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18583

ფაქტი 18583

1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქართველ მემამულეთა კომიტეტს პარიზში გამოფენისთვის უფასოდ დათმობოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი და საზოგადოების ფოტოგანყოფილებიდან როინაშვილის ნაანდერძევი ფოტოკოლექცია „ჩვენი ცხოვრების სურათების“ 2-2 ცალი ფოტო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18583; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .