საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18602

ფაქტი 18602

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ ბათუმის სკოლის ეზოში მეორე მასწავლებლისთვის უნდა აეშენებინათ ბინა და მასწავლებლებისთვის უნდა გაეზარდათ ხელფასი. გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის სკოლის სამზრუნველოს სთხოვა საზოგადოებისთვის ეცნობებინა საკუთარი მოსაზრება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18602; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .