საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18613

ფაქტი 18613

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა და კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილმა სარევიზიო კომისიის საქმიანობა გააკრიტიკეს. მათი აზრით, კომისიას გულდასმით, არა ზედაპირულად, უნდა შეემოწმებინა საზოგადოების ქონება, დაწვრილებით უნდა განეხილა და შეემოწმებინა ნამდვილად ინახებოდა თუ არა ფული ბანკში და იყო თუ არა ნამდვილი ფულის ის საბუთები, რომლებიც სალაროში ინახებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18613; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .