საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18729

ფაქტი 18729

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ სკოლებში საგნების რუსულად სწავლება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქართული ენის მიმართ გულგრილი მოპყრობა უნდა დასრულებულიყო და გამგეობას საზოგადოების წესდების ის მუხლი უნდა მოეყვანა სისრულეში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო გამართულიყო მასწავლებლების კრება, სისტემატური კურსები, ექსკურსიები და სხვა. მისი აზრით, საჭირო იყო საქმის მოყვარული და ენერგიული ხალხი მიეღოთ საზოგადოების წევრებად, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენდნენ და ენერგიულად გაუძღვებოდნენ საქმეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18729; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .