საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18747

ფაქტი 18747

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სემინარიის, როგორც სპეციალური სასწავლებლის კურსდამთავრებული მასწავლებელი უფრო ნაყოფიერად იმუშავებდა სკოლაში, ვიდრე არასემინარიელი მასწავლებელი. ამიტომ, უპირატესობა სწორედ სემინარიელი მასწავლებლებისთვის უნდა მიენიჭებინათ და შესაფერი ჯილდოც დაენიშნათ მათთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18747; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .