საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18775

ფაქტი 18775

1916 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეშვიდე სხდომაზე გიმნაზიის მეთვალყურის დანიშვნის შესახებ ღარიბ მოსწავლეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების გამგე კომიტეტის წინადადება განიხილეს. კომიტეტი იუწყებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არც თვითონ და არც გიმნაზიის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებდა. იგივე წინადადება მიუვიდა საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმისა და საეკლესიო მუზეუმის საზოგადოებასაც. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18775; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .