საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18809

ფაქტი 18809

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ არისტო ქუთათელაძის განცხადება მისი სახელმძღვანელო „წყაროს“ შესახებ. საზოგადოების მიერ გამოცემის შემთხვევაში ავტორი უსასყიდლოდ უთმობდა წიგნისთვის საჭირო კლიშეებსა და მოგების ნახევარს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18809; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .