საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18814

ფაქტი 18814

1909 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებას მოახსენა, რომ მუზეუმი და ბიბლიოთეკა ილიასეულ სახლში გადაეტანათ. მაგრამ შემდეგ გამგეობა სარევიზიო კომისიის მოხსენებას მიემხრო, რომ მუზეუმისთვის ცალკე შენობა აეგოთ და ამ გეგმის განსახორციელებლად მუზეუმის თანხა და ილიას ფონდი გაეერთიანებინათ. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წელი:
1909
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18814; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .