საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18887

ფაქტი 18887

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წერილი, რომ გამგეობამ კავკავის სკოლაში უნდა მოიწვიოს მესამე მასწავლებელი, რომლის ხელფასისათვის კომიტეტს წელიწადში უნდა გადასცენ 300 მანეთი. ეს საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18887; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .