საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18895

ფაქტი 18895

1899 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძის წინადადებით გადაწყდა, გამოეწერათ 60 მან. ღირებულების გერმანული ჟურნალები და ასევე მათი ძველი ნომრებიც. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18895; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .