საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18897

ფაქტი 18897

1907 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აღიძრა საკითხი, რომ მუზეუმი და ძველი წიგნების ბიბლიოთეკა გადასცემოდა სპეციალურ ორგანოს – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. კრებამ აირჩია კომისია, რომელსაც გამგეობასთან ერთად უნდა მოეფიქრებინა, როგორ მოაგვარებდნენ საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქმეს. კომისიის წევრებად ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე აირჩიეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18897; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .