საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18904

ფაქტი 18904

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კიტა აბაშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას აცნობეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაური სკოლის პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლა ფასიანი გახდა. გამგეობამ განაცხადა, რომ ეს საქმე უნდა გადაეწყვიტა სკოლის სამზრუნველო კომიტეტს, ხოლო კომისარს მსაგვსი საქმეები დასამტკიცებლად სამზრუნველო კომიტეტის საშუალებით გამგეობისთვის უნდა გამოეგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18904; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .