1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფასის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, კიტა აბაშიძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები მიიჩნევდნენ, რომ 6-7 ათასი მანეთი უნდა გამოეყოთ. ილია ზურაბიშვილის, ბ. ნანობაშვილისა და სხვათა აზრით, საფლავის ძეგლისთვის 1 000 მანეთზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო, რადგან ძირითადი თანხა მოედანზე დასადგმელი ძეგლისთვის დასჭირდებოდათ. საკითხი კენჭისყრით გადაწყდა და საფლავის ძეგლისთვის 6 000 მანეთი განისაზღვრა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი