საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18941

ფაქტი 18941

1911 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გიორგი ყაზბეგის მოხსენება, რომ 21 ნოემბრის სხდომაზე გიმნაზიის კომიტეტმა დაადგინა, წერა-კითხვის საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მოსათავსებლად დროებით გადასცემოდა ქართული გიმნაზიის ზედა სართულის ნახევარი და ქვედა სართულის ორი ოთახი. აღნიშნული ადგილის მოვლა წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას და საისტორიო საზოგადოების საბჭოს დაევალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18941; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .