საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19016

ფაქტი 19016

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის კომიტეტს სურდა მეორე მასწავლებლისთვის აეშენებინა სახლი, რომლის საფასური 1700 მანეთს შეადგენდა, ასევე პედაგოგებისთვის მოემატებინა ხელფასი. თანხის დაფარვას კი გამგეობას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მისგან სესხად აიღებდნენ 1700 მანეთს. გამგეობამ განაცხადა, რომ სკოლის ეზოში ორი სახლობის ცხოვრება მისაღები არ იყო, რადგან დროთა განმავლობაში პრობლემები შეიქმნებოდა, რაც შეეხება ხელფასების მატებას: უსახსრობის გამო გამგეობამ სკოლის სამზრუნელოს დაავალა წყაროს მოძიება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19016; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .