საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19020

ფაქტი 19020

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამსონ ყიფიანმა, რომ მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის დახმარებოდნენ მას იმ ვალის დაფარვაში, რომელიც სკოლის ასაშენებლად დაიხარჯა. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხის განხილვას დაიწყებდნენ მას შემდეგ რაც სენაკისა და ქუთაისის სამზრუნველო აირჩევდა ახალ თავმჯდომარეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19020; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .