1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გააკეთეს განცხადება ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით. განცხადება გულისხმობდა, რომ საკვიტანციო წიგნში უნდა ჩაეწერათ ყველანაირი სახის შემოსავალი, შემდეგ ეს უნდა გადაეწერათ შემოსავალ-გასავლის წიგნში, რომელსაც აწარმოებდა ხაზინადარი. რაც შეეხება ოქმის შედგენას, რადგანაც გამგეობას არ ჰყავდა საქმისმწარმოებელი ოქმი უნდა შეედგინა გამგეობის მდივანს, გარდა ამისა მდივანი კიდევ აწარმოებდა ერთ წიგნს, სადაც ანბანის მიხედვით წერდნენ ყველა წევრის სახელს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი